თელავში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან სახლი ბოლო წლების განმავლობაში დაკეტილი იყო.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა უცნობია.