თელავში, არასამთავრობო სექტორის და მედიის 10- მდე წარმომადგენელმა მოწოდებით- “არა რუსულ კანონს” – კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” გააპროტესტა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ- კანონპროექტი ქვეყანას გზას ევროპისკენ წაართმევს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აღარ ექნებათ შესაძლებლობა იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში.
აქციის მონაწილეებისთვის, მიუღებელია კანონპროექტის განხილვის პროცესიც რაც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.