თელავში, თამარის ქუჩის ნაწილისა და ჩოდრიშვილის ქუჩის II ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარეობს გზის ზედაპირის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე სისტემას, ასფალტის ახალი საფარი დაიგება 570 გრძ. მ. მონაკვეთზე.
სამუშაოების ბიუჯეტი: 365 799 ლარს შეადგენს. შემსრულებელი კომპანიაა: შპს ,,პალადა“.