თელავში, ვარდისუბნის გზაზე „ვინტოს“ ავტომომსახურების ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნა
ცენტრი კახეთში რიგით პირველია და ქსელის გაფართოება რეგიონის მასშტაბით მომავალშიც იგეგმება.
ღონისძიებას “ვინტოს” აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ხოდელი, კომპანიის სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ხელმძღვანელი პირის ინფორმაციით, კომპანია მომხმარებელს მრავალმხრივ მიმართულებას სთავაზობს. ერთ- ერთი მთავარი ბენეფიტი სატვირთოს სერვისით მომსახურეობაა, ვინაიდან კახეთში სულ მალე რთველის პროცესი უნდა დაიწყოს.

“ვინტო” ერთგულ მომხმარებელს საფასო სეგმენტითაც გაანებივრებს. 25 საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ძირითადად ევროპულ მიმართულებას მოიცავს, ყველა კატეგორიის საფასო სეგმენტისათვის იქნება ხელმისაწვდომი. შეღავათიანი ფასები კი ექსკლუზიურ ბრენდებსაც შეეხება.
“ვინტოს” გახსნიდან 2 თვის განმავლობაში სრულ ასორტიმენტზე 30 პროცენტიანი ფასდაკლება ექნება.
იქიდან გამომდინარე, რომ “ვინტო” “ვისოლ ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა, ფლობს “ვისოლის” შესაბამის აპლიკაციას, სახელწოდებით “ვისოლ აპი”, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადმოწეროს და უკვე ციფრული ბარათების მეშვეობით მიიღოს ის ფასდაკლება, რაც მიმდინარე შეთავაზებებშია.
-“ ჩვენი მომხმარებლისათვის გვქონდა დაპირება და თელავში, რეგიონალური გაფართოების პროექტის ფარგლებში გავხსენით პირველი სერვის ცენტრი, რომელიც მდებარეობს ვარდისუბნის გზაზე. ჩვენს საცალო და კორპორატიულ, ერთგულ მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ “ვინტოს” ავტოსერვისები, შეიძინონ საბურავები, ზეთები, აკუმულატორები, მიიღონ სხვადასხვა ავტო ტექ- მომსახურება. “ვინტო” არის “ვისოლ ჯგუფის” წევრი კომპანია, შესაბამისად, სერვის- ცენტრში შესაძლებლობა ექნებათ ჩვენს მომხმარებლებს, ისარგებლონ “ვისოლის” აპლიკაციის სერვისით. რაც 10 დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებას გულისხმობს. ჩვენ გახსნის თარიღთან დაკავშირებით, დავაანონსეთ ორთვიანი აქცია- ფასდაკლება, რომელსაც მსურველები მიიღებენ სრულ ასორტიმენტზე. ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს ვისოლ ქარდი სთავაზობს ფასდაკლებას როგორც “ვისოლსა” და “ვინტოში”, ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა ბენეფიტები “სმარტის” ქსელის სუპერმარკეტებშიც.

მომხმარებლებს შეუძლიათ დააგროვონ ქულები და შემდგომში ის გადაცვალონ საწვავსა და “ვინტოს” სხვადასხვა საავტომობილო პროდუქტებში. “სმარტში” კი შეუძლიათ გადაცვლა გააკეთონ საკვებ პროდუქტებზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ ძალიან დიდი აქტიურობა და მოხმარება გვექნება თელავში. დღეს გვაქვს 15 წლის იუბილე. გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვილი ავტო მომსახურების სფეროში. წარმოვადგენთ 25-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს ექსკლუზიურად საქართველოში და ამითაც გამოვირჩევით სხვა კომპანიებისაგან. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ კომფორტულ გარემოს. გვაქვს მოსასვენებელი სივრცეები, იტალიური ყავა უფასოდ და შეთავაზება სხვადასხვა საკვებ პროდუქტებზე. ვიდრე ჩვენ ავტომობილების სრულ სერვისს ჩავატარებთ, მომხმარებლებს დავაყოვნებთ მაქსიმალურ კომფორტულ გარემოში. “- განაცხადა ნიკოლოზ ხოდელმა.
“ვინტო” მოგზაურ თუ მკვიდრ მძღოლებს საშუალებას მისცემს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილები ევროპული ხარისხის საავტომობილო პროდუქციით გამართონ. “ვისოლ ჯგუფი“ ავტომომსახურების სექტორში უკვე 15 წელია ოპერირებს და 2023 წლიდან „ვინტოს“ ბრენდით განაგრძობს ქსელის განვითარებას საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.
მომსახურების ცენტრები მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ახლა უკვე თელავში.

„ვინტო“ 20-ზე მეტი საერთშორისო ბრენდის პროდუქტს წარმოადგენს საქართველოში, როგორიცაა ფრანგული „ტოტალის“ და პოლონური „ორლენის“ საცხებ-საპოხი მასალები, კორეული „ზეტუმის“ და იტალიური
„პირელის“ საბურავები, ბულგარული წარმოშობის „ევროკრაფტის“ და ევროპული სტანდარტებით
წარმოებული „ჯი- ფაუვერის“ ბრენდის აკუმულატორები, ბერძნული „ფიბას“ სამუხრუჭე ხუნდები,
„მიშელინის“ ბრენდის მინის საწმენდები, ავტომობილის მოვლის საშუალებები და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებელი ავტომობილის მოვლის საშუალებებსა და აქსესუარებს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში
შეარჩევს, რაც „ვინტოს“ მნიშვნელოვანი კორპორაციული უპირატესობაა ბაზარზე.
პროფესიონალი პერსონალი, სწრაფი სერვისი, რომელიც არ საჭიროებს 20 წუთზე მეტ დროს,
მომხმარებლისთვის კომფორტული მოსასვენებელი/მოსაცდელი სივრცე ყველა ფილიალში, მოქნილი
სამუშაო განრიგი, პროდუქტების ფართო არჩევანი და ავტომომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება
“ვინტოსთვის“ ამბიციური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.
„ვინტო“ „ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე -15, -20, -25
ფასდაკლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, „ვინტოში“ ბონუს ქულების დაგროვების, ქულებით
„ვინტოს“ პროდუქტების შეძენის და პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე -10%, -12%, -15% ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს. ი- კომერსის განვითარებას „ვინტო“ მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს.