თელავმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ“-ში გამართულ ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ 25-მდე კომპანიის, 300-მდე ვაკანსიას გაცნობოდნენ.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყო ვაკანსიების შემდეგი ძირითადი მიმართულებები: საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული მიმართულება, სამშენებლო სექტორში არსებული პროფესიები, სასტუმრო და სარესტორნო სფერო, სატრანსპორტო და საბანკო მიმართულება.
ფორუმის ფარგლებში მცირე მეწარმეების, თვითდასაქმებულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქტებისა და ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.