30 ნოემბერს, თელავი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ 25-მდე კომპანიის, 300-მდე ვაკანსიას გაეცნონ.
მათივე ინფორმაციით, ვაკანსიების ძირითადი მიმართულებებია – საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული მიმართულება, სამშენებლო სექტორში არსებული პროფესიები, სასტუმრო და სარესტორნო სფერო, სატრანსპორტო და საბანკო მიმართულება.
„სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს გაეცნონ და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმონ შემდგომი თანამშრომლობა. თელავის დასაქმების ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება. მისამართი – თელავი, რუსთაველის ქ. N2 სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის პირველი სართული“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.