თელავში, დავითაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება 600 გრძ.მ. მონაკვეთზე, მოეწყო მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორები, საფეხმავლო ბილიკი.ტერიტორიაზე განთავსდება საგზაო ნიშნები და მოეწყობა ჰორიზონტალური მონიშვნები.
პროექტის ბიუჯეტია1 404 000 ლარი, შემსრულებელი კომპანია: საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია ,,სერპანტინი“.