თელავში, ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი 220 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგო. სამუშაოები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,როუდ გრუპმა,, შეასრულა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 62 540 ლარით დაფინანსდა.