თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით განხორციელებული ახალგაზრდული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად 5 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მერიას ინიციატივით მიმართავს, 2021 წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს აღნიშნული პროგრამისთვის კიდევ უფრო მეტი თანხა იყოს გათვალისწინებული.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, მათი ნოვაციური/ინოვაციური ინფრასტრუქტურული ინიციატივების მხარდაჭერა.
„უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ კონკურსში მონაწილეობისთვის. მიხარია, რომ მართლა ინოვაციური და საინტერესო პროექტები დავაფინანსეთ. თელავის მუნიციპალიტეტი სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ახალგახრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის საკონკურსო კომისიას. ამ კონკურსში გამარჯვებით თქვენ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში და გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩერთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში“, – განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.
გამარჯვებული პროექტების ინიციატორებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ლილუაშვილმა, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილმა, მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სიგელები გადასცეს.
პროექტების განსახორციელებლად თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გათვალისწინებული.