თელავში, ალაზნის გამზირზე, მე-7 ბაგა-ბაღის მიმდებარე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება 200 მეტრის სიგრძის გზაზე, მოეწყობა სანიაღვრე არხი. სამუშაოებს,რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 89 399 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბილტმორი,, ასრულებს.