Home ანონსები თელავი 14 ივნისს შშმ/სსმ პირთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს

თელავი 14 ივნისს შშმ/სსმ პირთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს

თელავის მუნიციპალიტეტი 14 ივნისს შშმ/სსმ პირთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.

თუ ცხოვრობთ კახეთში და ეძებთ სამსახურს, ეს შესაძლებლობა არ უნდა გამოტოვოთ!

ერთ სივრცეში შეხვდებით 20-მდე კომპანიის წარმომადგენელს;
შეძლებთ გაესაუბროთ მათ პირისპირ;
მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ვაკანტური პოზიციების შესახებ და შეარჩევთ თქვენთვის მისაღებს და საინტერესოს.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელ პირს.
🖇ადგილზე მოეწყობა მცირე მეწარმეებისა და სტარტაპერების გამოფენა-გაყიდვა.

დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდება.
თარიღი – 14 ივნისი;
დრო – 14:00-16:00 საათი;
ადგილი – თელავის ისტორიული მუზეუმი.