სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის თელავის IV საჯარო სკოლის დაარსებიდან 100 წლისთავი საზეიმოდ- თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აღინიშნა.
საზეიმო ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და კურსდამთავრებულები იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე და ლევან ლილუაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ.