XX საუკუნის 40-50 იან წლებში ამ ქუჩამ (ერეკლე მეორის გამზირი), მისმა მარჯვენა და მარცხენა მხარეებმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს. ცნობილია, რომ XX საუკუნის შუა ხანებამდე ამ ქუჩის (ახლანდ. ერეკლე მეორის გამზირი) ორივე მხარე, თითქმის ცენტრალური მოედნიდან თელავის ხევამდე ე.წ. ,,რიყემდე’’ განლაგებული იყო ე.წ. დარაბებით, სათავსოებით, რომლებიც ხარაზებს, მეჩექმეებს, პარიკმახერებს, მეხინკლეებს, დურგლებს და სხვ. ეკავათ თავიანთ სადგომებად, სახელოსნოებად. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის ქალაქების, მათ შორის თელავის მოვლა-პატრონობაზეც გაემახვილებინათ ყურადღება და მიეხედათ მათთვის, რათა ქალაქის უსახური ქუჩები კეთილმოეწყოთ და მნახველისათვის მიმზიდველი გაეხადათ.
(მასალა წიგნიდან ,,თელავი – წარსული და თანამედროვეობა”, თ. ვახტანგიშვილი, თ. სიმაშვილი, 2020)
ფოტოები ინტერნეტიდან