თელავის სახელმწიფო თეატრმა ფესტივალს ,,აღდგომიდან ამაღლებამდე,, უმასპინძლა.
ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფესტივალში მონაწილეობდნენ სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი, ასევე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი ლელა მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით.
ფესტვალი ,,აღდგომიდან ამაღლებამდე,, ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა.
ფესტივალი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.