??‼️‼️ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტში, სამარშუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება , ვინაიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.
მოქალაქეთა საყურადღებოდ ‼️
?? საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხვალიდან 18 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტში იკრძალება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა, ვინაიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.
?? შეზღუდვის გაკონტროლება მოხდება სამართალდამცველების მიერ.
? ასევე, ხვალიდან, 18 მარტიდან, იცვლება კვების ობიექტების მუშაობის სისტემაც. რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა.
?️ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული სპორტდარბაზის და სხვა მსგავსი დაწესებულების მომსახურებით სარგებლობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ:
✔️ მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;
✔️გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;
✔️დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;
✔️თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;
✔️დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს;