Home დღის ამბები თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები გადასცა.

უკვე მესამე დღეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესს ადგილზე თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი გაეცნო.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია დროებით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.