2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თანხები გადანაწილებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან, სოფლის დახმარების პროგრამებიდან, სკოლებისა და ამბულატორიებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სუფსიდიდან .
დღეისათვის კი თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია:
სოფელი აკურა – სადაც ასფალტის საფარი იგება სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე – პროექტის ღირებულება კი შეადგენს 484 484 ლარს ;
სოფელ ვანთაში – მიმდინარეობს წყლის შიდა ქსელის ამოცვლა , რომლის ღირებულება 322700 ლარია;
სოფელი ბუშეტში – მოასფალტდება 2 შიდა საუბნო გზა 233 300 ლარი;
სოფელ ქვ. ხოდაშენიში – სრულდება სასაფლაოსკენ მიმავალი გზის დაგება, ასფალტის საფარი იგება ცენტრალური გზის სამხრეთ მიმართულებაზე მისი ღირებულება შეადგენს 484 415ლარს ;
სოფელი წინანდალში – დასრულდა ეკლესიისკენ მიმავალი გზის დაგება, რაც 206 903 ლარი დაჯდა;
სოფელი შალაურში – მიმდინარეობს სასაფლაოსკენ მიმავალი გზის მოასფალტება – 515 515ლარი;
სოფელი კისისხევი – წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია – საერთო ღირებულება 271229ლარი ;
სოფელი რუისპირი – იცვლება წყლის ცენტრალური მაგისტრალი 315915 ლარი ;
სოფელი ვარდისუბანში – მიმდინარეობს კულტურის სახლის ოთახების სარემონტო სამუშაოები, საბავშვო ბაღის მოსწავლეთა დროებით განსათავსებლად 26 770. დაგეგმილია საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია;
სოფელი ყარაჯალაში – მიმდინარეობს ცენტრალური გზის მოასფალტება 432 915 ლარი;
სოფელი ართანაში – იწყება დაზიანებული სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაცია –
სოფელი სანიორეში – სასმელი წყლის შიდა ქსელების გაწმენდა მიმდინარეობს – კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს ეტაპობრივად საკუთარი რესურსით;
სოფელ ფშაველში და ქალაქ თელავში (ზუზუმბოს ტერიტორიაზე) – დაიწყო კემპინგის მოწყობა- 299 729ლარი .