Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

3 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება.

პროგრამის ბიუჯეტი, როგორც გასულ წლებში, შერჩეული პროექტების ეფექტიანობისა და გრძელვადიანი სარგებლობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის გადაწყვეტილებით, 100%-ითაა გაზრდილი და 956 000 ლარს შეადგენს.

მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე, მათივე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება: სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია, გარე განათების, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გზების, ტროტუარების და გზის სხვა შემადგენელი ინფრასტრუქტურის, სკვერების, სპორტული სივცრეების მოწყობა და სხვა.

შეხვედრები დღეს სოფელ აკურაში, ვანთასა და ბუშეტში გაიმართა, ხვალ კი ქვ. ხოდაშენში, წინანდალსა და კონდოლში შედგება.