თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ – მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, მარტოხელა მშობლები, II მსოფლიო ომის მონაწილეები, 100 წელს გადაცილებულ მოხუცები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შ.შ. სტატუსის მქონე ბავშვები და უდედმამო ბავშვები.