თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გვიანობამდე გრძელდებოდა. პროცესში ჩართული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, როდესც სტიქიის დამთვლელი კომისია ზარალის აღწერას დაასრულებს.