თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგადად ორი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, “golf”- ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილუზებულია სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები. ამ წუთებში მძღოლი და ერთი მგზავრი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ.