Home დღის ამბები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან და ევრაზიის პროგრამების რეგიონალურ დირექტორ ლორა ჯუიტთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობს. 2020 წლის ბიუჯეტის შემუშავების დროს NDI-ს წარმომადგენლების რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომლებიც გათვალისწინებულია მთავარ საფინანსო დოკუმენტში. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. მესამე სექტორისა და ხელისუფლების თანამშრომლობა ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ არსებული გამოწვევები რაც შეიძლება დროის მოკლე მონაკვეთში დავძლიოთ“, – განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.