თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 80 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი კაცი მისმა მეუღლემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახა , რის შემდეგაც სამართალდამცველებს დახმარებისთვის მიმართა.
დაღუპულის მეუღლე ამბობს, რომ მის ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და წლებია დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. იმავეს ადასტურებენ მეზობლები.
ერთ-ერთი ვერსიით კაცმა საწოლიდან წამოდგომა სცადა და თავი დაარტყა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.
რამდენიმე საათის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერ-კრიმინალისტები. დაწყებულია გამოძიება.