Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა მემორანდუმს...

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო ახობაძემ, თელავის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევების შემზღუდავი, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სტიქიურ მოვლენებთან საადაპტაციო და მდგრადი ენერგეტიკის ხელშემწყობი საქმიანობის დაგეგმვის და მონიტორინგში მდგრადი მომავლის უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

,,გარემოზე ზიანის შემცირების მიმართულებით ჩვენი მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს.მათ შორის, აღსანიშნავია პროექტი ,,თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შენობების თერმომოდერნიზება და ბიომასის მიწოდების ჯაჭვის შექმნა”. პროექტის ფარგლებში უკვე სრულდება იყალთოს ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღის შენობის თბომოდერნიზაციასთან ერთად შენობის გათბობა მოხდება სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით, ვაზის ნასხლავით.,, – აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა. ცნობისათვის, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი ახორციელებს პროექტს ,,ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად,, რომლის მიზანია 2019-2022 წლებში საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტებში ( მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტში) მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა.