უხვი ნალექისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მდინარეების – ალაზნისა და თურდოს ადიდების შედეგად,თურდოს ხეობაში დაიტბორა წყლის სათავე ნაგებობა და წიწმატიანის სატუმბო სადგური- ინფორმაციას ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს, მათივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე- თელავის მოსახლეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში, წყალს გრაფიკით 08.00 საათიდან – 12.00 საათამდე მიიღებს.
” არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქალაქ თელავის მოსახლეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში, წყალს გრაფიკით 08.00 საათიდან – 12.00 საათამდე მიიღებს.
მდ. იორის ადიდებამ ცუგროვანის სათავე ნაგებობაზე წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამოც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში 2357 აბონენტს წყლამომარაგება შეეზღუდა. წლის მიწოდება 27 მაისს – 10.00 საათიდან აღდგება.
ქ ყვარელში კლიმატური პირობების გამო, წყალი აიმღვრა ბურსისა და ნახეჩიხევის სათავე ნაგებობებზე. შედეგად, 2588 აბონენტს შეუწყდება წყლის მიწოდება.
დამატებითი ინფორმაცია აბონენტებს სმს შეტყობინების სახით, რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე ეცნობებათ.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 00 00″,- ნათქვამია განცხადებაში.