Home დღის ამბები თელავის ისტორიულ მუზეუმში დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

თელავის ისტორიულ მუზეუმში დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

თელავის ისტორიულ მუზეუმში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომლის წლევანდელი გზავნილია ,,ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები”.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მუზეუმმა მოიწვია ,, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ” ფსიქოლოგი თამთა წიკლაური , რომელმაც ისაუბრა დაუნის სინდრომის მქონე პირებთან სწორი კომუნიკაციის დამყარების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ დღის ცენტრის პედაგოგები , ბენეფიციარები , ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები და სპეც პედაგოგები.

ღონისძიების დასასრულს ,სახალისო აქტივობებში დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც.