საფეხბურთო კლუბ- “თელავის” ადმინისტრაციის ინფორმაციით- 2024 წლის ეროვნული ლიგის II ტურის მატჩი “კავკასიონი არენაზე” გაიმართა, სადაც თელავის – “თელავმა” თბილისის “დინამო” 4:0 დაამარცხა.
გოლები- კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ, თორნიკე მორჩილაძემ, თორნიკე ახვლედიანმა და გიორგი ხაბულიანმა გაიტანეს.
” გილოცავთ ძვირფასო გულშემატკივრებო – 🇬🇪 2024 წლის ეროვნული ლიგის II ტურის მატჩი ჩვენმა გუნდმა შინ, “კავკასიონი არენაზე” გამართა და ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი თბილისის “დინამო” დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა
ჩვენი გუნდიდან გოლები კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ, თორნიკე მორჩილაძემ, თორნიკე ახვლედიანმა და გიორგი ხაბულიანმა გაიტანეს – ცნობილაძემ, მე-10 წუთზე ფილიპ ლესნიაკის კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს შეაგება მძლავრი თავური, მორჩილაძემ, 23-ეზე დაჩი ცნობილაძის უმაგრესი პასი შეირგო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმაც მარტივად შეაგდო, ახვლედიანმა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დასცხო შორიდან ღონივრად და ბურთიც ცხრიანში გაჭედა, ხაბულიანი კი შეცვლაზე შევიდა და 83-ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასულმაც წერტილი დასვა
თელავი ქურდაძე, პერუცი, ბუკორაცი, ოდიშვილი, გაბიტაშვილი, ჯერალდო (ჟივიძე 90), ცნობილაძე (ანანიძე 90), ლესნიაკი, პარკინაშვილი (მაიროვიჩი 69), ახვლედიანი (ხაბულიანი 69), მორჩილაძე (გაგნიძე 77)
სკ “თელავის” აქტივში უკვე პირველი 3 ქულაა და ჩვენი გუნდიც სატურნირო ცხრილში ამწუთისთვის მე-2 ადგილზეა
მორიგ შეხვედრას ჩვენი გუნდი ორშაბათს, 11 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს და ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მატჩში “დილას” დაუპირისპირდება – დასაწყისი 19:00 საათი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.