თელავის ერთ- ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ნიმუში გეგმიური შემოწმების დროს აუღეს და დღეს ცნობილი გახდა, რომ პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. მედიკოსი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება.
სპეციალისტებმა ექიმს განმეორებითი ტექსტირება ჩაუტარეს, რომლის პასუხი ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ აქტიურად მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს დადგენა.
დაინფიცირებული ქალი და მისი მეუღლე თელავის ორ სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობს. ორივე მათგანი ახლა თვითიზოლაციაში, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების 57 შემთხვევაა გამოვლენილი.
სპეციალისტების შეფასებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია.