თელავის აეროპორტი მგზავრებს ოთხივე სეზონის განმავლობაში მოემსახურება. შესრულდება შიდა რეისები ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით.
თელავის აეროპორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია, პირველადი შეფასებით, 25 მილიონ ლარს შეადგენს.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ ყველა საჭირო მოსამზადებელი პროცესი. მისია არის ის, რომ 2024 წლის მაისში შევძლოთ და მივიღოთ პირველი ფრენა თელავის აეროპორტში. გვექნება შიდა ფრენები, რომელსაც საქართველოს მთავრობა დაასუფსიდირებს, რომ ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იყოს“, – აცხადებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.