Home დღის ამბები თელავის აგრარული ბაზრის დახურვას გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი

თელავის აგრარული ბაზრის დახურვას გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი

თელავის აგრალური ბაზრის დახურვას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ენმ-ს კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველიც

„თელავის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა და ისევ დაიკეტა!
სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაკეტა.

სწორედ ეს არის, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის (გუბერნიის) რეალური სახე.
საქმე ის არ არის მხოლოდ, კამერებთან იდგე და კეკლუცობდე, საქმე არის ის, რომ როდესაც ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, წინა დღეს/დღეებში უნდა ჩაბრძანდე, ჩაიყვანო სპეციალისტები და დარწმუნდე, რომ დაწესებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს!!!“