დღეს კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ოფისში პარტიის რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგი გამართა, სადაც საზოგადოებას აცნობა რომ მათი პარტიის წევრზე გუშინ 2022 წლის 20 სექტემბერს მოხდა თავდასხმა
„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროსვე და მინისტრს, უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა დაუსჯელობის სინდრომი, ქართული ოცნების ზონდერ ჯგუფები უკვე მერამდენედ ესხმიან თავს ჩვენი პარტიის წევრებს.
ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს იმ პირთა გამოვლენა ვინც ადამიანის სიცოცხლეს უდიერად ექცევა .
რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს ჩვენი პარტიის წევრის თემურ ცუცქირიძეს მიმართ განხორციელებული თავდასხმა არ არის პირველი მასზე ორი წლის წინაც მოხდა თავდასხმა, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო, ჩვენ ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდით ინფორმაციას ჩვენი მხარდამჭერების ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ და ვნახავთ რა პასუხს გასცემს მათ ქართული ოცნება .