უფლებადამცველი ზვიად აჭიშვილი სავარაუდოდ , ახმეტაში ქსენოფობიის ნიადგანგზე სცემეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ცნობილია აჭიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში შეხვედრას მართავდა პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით მათი უფლებები არათანაბარ მდგომარეობაში ქართველებთან შედარებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ აჭიშვილი საჭესთან მჯდომი თბილისისკენ მიმავალი გააჩერეს უცხო პირებმა გაურკვეველი ბრალდებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველთა თქმით, მასთან ერთად თანასწორობის მოძრაობის კიდევ ერთი წევრია დაკავებული.
ამ დროისთვის ზვიად აჭიშვილთან და მის თანხმლებ პირთან შესვლას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ცდილობს. აჭიშვილი ახმეტის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
Mak.ge ცდილობს დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზეს.