Home დღის ამბები სამართალი ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა

ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობა ზურგის არეში მიაყენა.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაშავებული ქალი,  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.

წყარო : მთავარი არხი