2021 წლს ბიზნეს სექტორში 744 256 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.
დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 28.6%, 12.5% და 10.3% ). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4 % ), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდებისა (4.5 %) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.1 %).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გთავაზობთ იმ 10 კომპანიის ჩამონათვალს, რომელმაც გასულ წელს ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმა.
შპს თბილსერვის ჯგუფი – არასახიფათო ნარჩენების შეგროვება
შპს პსპ ფარმა – საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
სს ევექსის ჰოსპიტლები – საავადმყოფოების საქმიანობები
სს ენერგო-პრო ჯორჯია – ელექტროენერგიის გადაცემა
სს საქართველოს რკინიგზა – რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
სს ნიკორა ტრეიდი – საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
სს გეფა – საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია – საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
შპს ევოლუშენ ჯორჯია – სხვა ტელესაკომუნიკაციო საქმიანობები
შპს რითეილ ჯგუფი – საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
ინფორმაციისთვის, სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.