„მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრთა ქონების კვლევა ჩაატარა.
„ეს არის საბაზრო ღირებულებება იმ ქონების, რომელსაც დეპუტატები ფლობენ, ცდომილება მაქსიმუმ შეიძლება 10%. უმრავლესობამ თანხა თავად მიუთითა, მაგრამ ვისაც არ აქვს მითითებული, ის საბაზრო ღირებულებით გამოვითვალეთ. ვიღაცებს გონივრულ ფასზე ნაკლები ეწერა ფასი. მაგალითად, ფალიაშვილზე 100$ ხომ ვერ იყიდი ბინას, ვიღაცებს ასეც ეწერათ“ აცხადებს კვლევის თანავტორი ლევან ხაბეიშვილი
“ქართული ოცნების” დეპუტატების 35%, ანუ ყოველი მესამე არის დეკლარირებული მილიონერი. აქედან კახეთის ორი მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი 1.922 400 ლარის ქონების მეპატრონეა ხოლო ახმეტა თელავის მაჟორტარი გელა სამხარაული 1 550 680 ლარის ქონებას ფლობს