„მთავარი ამბები კახეთისთვის“ ცნობილია ახმეტის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველი ნომრის ვინაობა, იგი ენმ-ეს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილია.
ასევე ცნობილია რომ ენმ-ეს გუნდთან ერთად საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს უპარტიო კანდიდატი, პანკისის ხეობიდან ლუიზა მუთოშვილი.
ლუიზა მუთოშვილი პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, ის წლებია პანკისის ხეობაში ბავშვებს ამ მიმართულებით ასწავლის.
ლუიზა მუთოშვილი ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერია პანკისის ხეობაში. ლუიზა მედიაში ინტერვიუებისას პანკისის მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენს და ხეობისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობს, მათ შორის სამოქალაქო ინტეგრაციაზე.
„არასდროს გავჩუმებულვარ როცა უთანასწორობის ან სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში უსამართლობის მომსწრე გავმხდარვარ. ყოველთვის ამიმაღლებია ხმა და გამიკეთებია ყველაფერი, რაც კი შემძლებია “ – ამბობს ლუიზა.