Home დღის ამბები ეკონომიკა ვენახების კადასტრის პროგრამა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დასრულდა

ვენახების კადასტრის პროგრამა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დასრულდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს ვენახების კადასტრის პროგრამა კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში დასრულდა.

სააგენტოს ცნობითვე, ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებენ. შედეგად, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42 966 ჰა ვენახის, 35 336 მევენახის და 113 093 ნაკვეთის შესახებ.

“2021 წელს, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ვენახების 26 ათასი ჰა ფართობები აღიწერა. რთველი 2021-ის ფარგლებში, ორივე რეგიონის ყველა მევენახემ, ჯამში 23 ათასმა, ყურძენი საწარმოებს ვენახების კადასტრის ამონაწერით ჩააბარა.

2022 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება და უახლოეს მომავალში საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს. ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის – ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ. – შეგროვებით იქმნება”,-აცხადებენ სააგენტოში.