შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ, გაწერილი სამთავრობო გეგმებისა და სხვადასხვა რეფორმების განხორციელებამ, საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა. მინისტრის განმარტებით, გატარებული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე სტატისტიკური მონაცემები და საერთაშორისო კვლევები მეტყველებენ.
„2023 წელს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64%-ს აღემატება. ასევე, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები. გასული წლების შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიურ გლობალურ ინდექსში“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.