ვარდისუბნის სვეტიცხოველი და ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს კახეთში თელავის მუნიციპალიტეტში ვარდისუბანში სოფელ ვარდისუბანში.
კომპლექსი შედგება ერთმანეთის გვერდით მდგარი ორი, სხვადასხვა ზომის ეკლესიისაგან. მათგან ჩრდ-ით მდებარე, სამჯერ უფრო მცირე, ღვთისმშობლის სახელობისაა, მეორე კი სვეტიცხოვლის სახელზეა აგებული. სვეტიცხოვლის ეკლ. განეკუთვნება მე-19 ს. ძირითადად ნაგებია აგურით., კედლის წყობაში ალაგ-ალაგ, რიყის ქვის თარაზული შრეების ჩართვით. ეკლ. აღმ-ით დასრულებულია შვერილი. დას-იდან ეკლესიას ერტყმის თანადროული სამრეკლო, რომელიც მთლიანად დანგრეულია. შესასვლელი ეკლესია დას-იდან და სამხრ-იდან (ამოშენებულია) აქვს. 1930-1970-იან წლებში განიცადა მნიშვნ. გადაკეთებები, დაანგრიეს სამრეკლოც. ტაძარს კი საწყობად იყენებდნენ.