Home დღის ამბები ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

default

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით- ამ ეტაპზე ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, საგზაო სამოსი მოწყობილია 17 კმ-ზე, დასრულების ეტაპზეა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც ჯამში ითვალისწინებს 35 მეწყრულ უბანზე პრევენციული სამუშაოების ჩატარებას

” გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რომელიც ერთ-ერთი უმოკლეს გზას წარმოადგენს ახმეტის, თელავის და ყვარელის მუნიციპალიტეტის მიმართულებით

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, გატარდება მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებები, სრულად აღიჭურვება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება