Home დღის ამბები ეკონომიკა ექსპორტი 36.2%-ით, ხოლო იმპორტი 37.3%-ით გაიზარდა

ექსპორტი 36.2%-ით, ხოლო იმპორტი 37.3%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 913.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 091.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 821.4 მლნ. აშშ დოლარი (37.3 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მაისში 2 729.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტი შეადგინა.