სადაზღვეო სექტორი ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია, ამოქმედდება თუ არა ავტო მფლობელებისათვის მესამე პირის დაზღვევის სავალდებულოობის მექანიზმი.
დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხიჩინაშვილი ამბობს, რომ ახლა ცვლილების მისაღებად საუკეთესო დროა.
„ჩვენი სექტორის მთავარი გამოწვევა, წლების განმავლობაში, არ შეცვლილა. სადაზღვეო ურთიერობების განვითარებას არ ჰყავს ლოკომოტივი, რომელიც წინ წაწევს. არადა, მთელს მსოფლიოში პრაქტიკა ასეთია, სე დაზღვევის მოცვით ვითარდება. ჩვენი მიზანი, როგორც სახელმწიფოსი, ასევე ბიზნესის და საზოგადოების უნდა იყოს მაქსიმალური დაცულობა.
ახლა ველოდებით, რომ მთავრობა იტყვის საბოლოო სიტყვას ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხი იქნება თუ არა განხილული. უკეთესი კანონპროექტი და უკეთეს სისტემაზე შეთანხმება უკვე გვაქვს, ახლა ველოდებით, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ფაქტია, საუკეთესო დროა, ახლა ამ ცვლილების მისაღებად.
მარტივია, სტატისტიკა ასეთია საქართველოში 1.5 მლნ რეგისტრირებული ავტომობილიდან 150 000 ავარია ხდება. ეს არის დიდი რიცხვები, რომლის უკანაც დიდი ფული დგას. როგორც წესი, არ არის მარტივი ამ ზარალის ანაზღაურება ავტომფლობელთათვის. ეს 150 000-ვე შემთხვევა იქნება ანაზღაურებული მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის პროექტი თუ ამოქმედდა. ეს სერვისია და არა საჩუქარი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია, საქართველოს გარდა. რომ არ მუშაობდეს, კარგი რომ არ იყოს, ასე არ იქნებოდა“ – განცხადა ხეჩინაშვილმა.