ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვნეს, 23 წლის ახალგაზრდა სამი თვის ორსული იყო.
მკვლელობის ვერსიას ოჯახის წევრები განიხილავენ. გოგონა წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდან იყო. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს გარკვეული რაოდენობის თანხა ქართველ ნაცნობმა მოპარა, რომელსაც უკან დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა პირი, რომელსაც ის თანხის მოპარვას აბრალებდა, მკვლელობით დაემუქრა.
მუქარის მიუხედავად გოგონამ ადგილობრივ სამართალდამცველებს მაინც მიმართა. პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი ვალენსიაში მდებარე ერთ- ერთ პარკში ახალგაზრდა ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ოჯახი ფიქრობს, რომ ის ქართველმა ნაცნობმა მოკლა.
როდის მოხდება გარდაცვლილის საქართველოში ჩამოსვენება უცნობია. ოჯახი კონტაქტზეა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.