Home დღის ამბები ეკონომიკა ეროვნული ბანკი ტურიზმისა და სასტუმრო სექტორის კვლევას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ტურიზმისა და სასტუმრო სექტორის კვლევას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტურიზმისა და სასტუმრო სექტორის კვლევა შეიმუშავა, რომელიცპანდემიამდე ტურიზმის მნიშვნელობასა და მახასიათებლებს დეტალურად მიმოიხილავს და დამატებით, ამ სექტორში COVID-19 შედეგებსა და აღდგენის ტემპებს აღწერს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევაში მოცემულია ისეთი დეტალები, როგორიცაა საქართველოში ტურიზმის მნიშვნელობა და მახასიათებლები, ტურიზმის სექტორის საკრედიტო რისკების შეფასება, სასტუმრო სექტორის პირველადი კვლევა და სექტორში არსებული სტატისტიკური მონაცემები.

„კვლევაში ასევე განხილულია სასტუმროების სექტორის სესხების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც სებ-ის კონსოლიდირებულ მონაცემებს და გეოგრაფიული არეალისა და ტიპის გათვალისწინებით, მსესხებელი კომპანიების გარკვეულ ფინანსურ მაჩვენებლებს ეყრდნობა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლევის შედეგები საბანკო ასოციაციის ჩართულობით კომერციულ ბანკებს უკვე გააცნო. დღეიდან კი ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აღნიშნული შედეგების გაცნობა დაინტერესებული საზოგადოებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკის სხვა სექტორების ანალიზზე, მათ შორის უძრავი ქონების დეველოპმენტისა და უძრავი ქონების მენეჯმენტის მიმართულებებით მუშაობას აგრძელებს, რომელთა გამოქვეყნებაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.