ერთ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 77,2 მლნ დოლარით გაიზარდა და 3,449 მლრდ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ასევე გაიზარდა მთლიანი ოფიციალური რეზერვების მოცულობაც, აქ ზრდა 67,259 მლნ დოლარია.
უფრო კონკრეტულად, 2022 წლის მაისის მდგომარეობით მთლიანი რეზერვების მოცულობა შეადგენდა 3,855 მლრდ დოლარს, ივნისში კი 3,922 მლრდ-ს. სავალუტო რეზერვები კი მაისში იყო 3,372 მლრდ დოლარი, ივნისში – 3,449 მლრდ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი სავალუტო რეზერვებიდან 2,505 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებშია, 944,1 მლნ დოლარი კი ნაღდი უცხოური ვალუტაა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვების მოცულობა 3,836 მლნ დოლარით შემცირდა, უცხოური ვალუტის რეზერვები კი 263 მლნ დოლარით. კერძოდ, შარშან ივნისში მთლიანი რეზერვები იყო 3,918 მლრდ დოლარი, სავალუტო რეზერვები კი 3,712 მლრდ დოლარი.