2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 50 თეთრით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 247.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 246.8 ლარი იყო.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 31 ლარით არის გაზრდილი. გასული წლის აგვისტოში საარსებო მინიმუმი 216.3 ლარს შეადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, 50 თეთრით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 218.6 ლარის ნაცვლად, 219.1 ლარი გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მაშინ 191.6 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.