Home დღის ამბები ერთი სოფლის ყველა პრობლემა, რომელიც თავს საფოსტო ყუთში მოიყრის

ერთი სოფლის ყველა პრობლემა, რომელიც თავს საფოსტო ყუთში მოიყრის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში, ტრადიციული საფოსტო ყუთი განთავსდა. სოფლის ცენტრში განთავსებულ ყუთში ადგილობრივი მოსახლეობა წერილებს ჩაყრის, სადაც თავს მოიყრის სოფელში არსებული ყველა პრობლემა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, მაკა მოსიაშვილი:

– გულგულაში, სოფლის ცენტრში საფოსტო ყუთი პროექტ „დრაივის“ ფარგლებში განთავსდა. ის სოფელში არსებული პრობლემების ერთგვარი შემკრები იქნება. წერილობით შემოსული სოფლის პრობლემები კი, პარალელურად, სამოქალაქო ინიციატივების ელექტრონულ პლატფორმაზე – კონსული გამოქვეყნდება. საფოსტო ყუთი განთავსებულია ადგილზე, სადაც სოფლის მოსახლეობა ხშირად იკრიბება. იქვეა საინფორმაციო დაფა, სადაც მოსახლეობას შეუძლია გაეცნოს რას ნიშნავს – წერილი კონსულს.


– რას ემსახურება იდეა და რა სარგებელს მიიღებს სოფლის მოსახლეობა ამ პროექტით?
– იდეა ემსახურება სოფლის მოსახლეობის მეტად გააქტიურებას, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარ თემში, სოფელში თუ უბანში ინიციატივების შემუშავება. შემდგომ კი, თვითმმართველობის ორგანოებში წარდგენა. მთავარია, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს ჩაერთოს და ეფექტიანად მართოს თავისი თემის ყოველდღიური ცხოვრება. გამოხატოს პოზიცია, დასვას კითხვები ამა თუ იმ საკითხზე და რაც მთავარია, მიიღოს სრული ინფორმაცის ხელისუფლების ორგანოებისგან. ჩვენი მიზანია, სოფელ გულგულის მოსახლეობა იყოს მეტად აქტიური და ჩართული სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტაში. საბოლოოდ კი, ეს გავლენას მოახდენს ხელისუფლებაზე.


– რაც შეეხება პროექტს – კონსული…
– კონსული გადაწყვეტილებების მიღების, სამოქალაქო დიალოგის, მოსახლეობასთან კავშირისა და სამოქალაქო ინიციატივების შექმნის ელექტრონული პროგრამაა, რომელიც ითვალისწინებს ამომრჩეველთა ინფორმირებას, გაძლიერებას, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ადგილობრივი დონის საკითხების გადაწყვეტაში.
– კიდევ რა სახის აქტივობები გაქვთ დაგეგმილი?
– დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სახის აქტივობა. ინტენსიურ რეჟიმში ვხვდებით სოფლის მოსახლეობას. უკვე შევხვდით სოფლის ახალგაზრდობას, მათთან ერთად გულგულელებს ვაცნობთ ჩვენს პროექტს, ვისმენთ მათი სოფლის პრობლემებს და ვმუშაობთ, რომ ერთად ჩამოვაყალიბოთ თემის ძირეული პრობლემები. დავესწრებით სოფლის კრებებს, დავეხმარებით მოქალაქეებს იქ დასახელებული პრობლემების ინიციატივად ან პეტიციად ჩამოყალიბებაში, რომ შემდგომ მოხცდეს საკრებულოში მათი წარდგენა.

მასალა მომზადებულია: პროექტი “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებასა დაგაძლიერებას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაზრდასა და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.
პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება.
“დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორთა ჯგუფი და არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს ოფიციალური პოზიცია ან თვალსაზრისი.”