Home დღის ამბები განათლება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი დაასახელა.

„საერთო ეროვნული გამოცდები, ტრადიციულად, ივლისში დაიწყება. პირველი გამოცდის თარიღი 4 ივლისი გახლავთ. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.