9 აპრილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რომ მთელს მსოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ქვეყანა. ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე გამარჯვებამდე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან და რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად 9 აპრილის აქციის – “ერთად ევროპაში” კამპანიის ფარგლებში, თელავში, ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარედ აქცია გამართა.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სადაც მან ისაუბრა 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაზე, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე და თქვა, რომ ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს.