Home დღის ამბები ეპიდემიოლოგებმა მალე შესაძლოა მესამე ფაზის დასაწყისი გამოაცხადონ

ეპიდემიოლოგებმა მალე შესაძლოა მესამე ფაზის დასაწყისი გამოაცხადონ

საქართველოში ერთადერთი აქტიური შეზღუდვა, რაც არის დარჩენილი – ეს არის კომენდანტის საათი. სხვა შეზღუდვები თითქმის ყველა მოხსნილია. აქედან გამომდინარე, ნუ გავაკეთებთ შეზღუდვებზე. რაც შეეხება, რომელ ფაზაში ვართ, დიახ, ეს არის გარკვეულწილად იმის საწყისი და ნიშანი, რომ შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ფაზის დასაწყისი, – მის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მინისტრმა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. „ეს არის პირბადე, სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვა““, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.